რუსეთი სირიას იარაღს აწვდის, ამერიკელები კი აპროტესტებენ

  11:53:48     12-08-2011

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთისგან სირიისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს. ეს პოზიცია აშშ–ის ხელისუფლებამ ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას დააფიქსირა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ამ მოთხოვნას აშშ რუსეთის უკვე დიდი ხანია უყენებს.

აშშ–ის ხელისუფლების აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას, ასადის რეჟიმზე ზეგავლენის მოსახდენად, რათა ქვეყანაში სისხლისღვრა დასრულდეს – აცხადებენ ამერიკელები. ქვეყნის ხელისუფლებამ გასულ ოთხშაბათს სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. სანქციებში მოხვდა სირიის კომერციული ბანკი, რომელსაც სახელმწიფო ფლობს და მას ფილიალი ლიბანში აქვს.