
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა
10:06:33     27-08-2020
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის. შეხვედრამდე", - წერს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციური შეთანხმების მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტი დაუყენა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.