ქართველ სპორტსმენს გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

  16:09:13     26-08-2020

ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19 მას ლას-ვეგასში ყოფნისას დაუდგინდა. შესაბამისად, UFC-ის ქართველი მებრძოლი 30 აგვისტოს დაგეგმილ ბრძოლას გამოტოვებს, რომელშიც ალექს კასერესს უნდა დაპირისპირებოდა.

ამჟამად ქართველი მებრძოლი უკვე კალიფორნიის მთაში, თვითიზოლაციაში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის.

32 წლის სპორტსმენი UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. ქართველმა მებრძოლმა UFC-ს ეგიდით სამი ბრძოლა გამართა და სამივე მოიგო. გიგას მეტოქეები ბრენდონ დევისი, ირვინ რივერასი და ჯამალ ემერსი იყვნენ.