მევლუთ ჩავუშოღლუ მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო
17:05:31     25-08-2020
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.
ჩავუშოღლუ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"ღრმად დამამწუხრა საქართველოში მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოკატასტროფამ. სამძიმარს ვუცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სოლიდარობას ვუცხადებ მეგობარ ქართველ ხალხს", - წერს ჩავუშოღლუ.