
კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
17:00:41     25-08-2020
უკრაინული პარტია "ბატკივშინას" ლიდერისა და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ COVID-19 დაუდასტურდა, დამძიმდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტიმოშენკო მედიკოსებმა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. იმავდროულად უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის.
ცნობილია, რომ იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა და სიძემ COVID-19 მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს.