ეს გოგონა ერთ-ერთია იმ სამიდან, ვინც შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ცოცხალი გადაურჩა - "სიცოცხლისთვის იბრძვის... გთხოვთ, ილოცოთ მათი გადარჩენისთვის"
14:05:25     25-08-2020
შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ცოცხალი 3 ადამიანი გადაურჩა, მაგრამ სამივე უმძიმეს მდგომარეობაშია.
"სვანეთინიუსის" ცნობით, მძიმედ დაშავებულთაგან ერთ-ერთი თამო არღვლიანია, რომელიც წარმოშობით ცხუმარის თემიდან არის.
მეგობრები საზოგადოებას სთხოვენ, ილოცონ თამოს გადარჩენისთვის.
"ის ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის… მისი ბოლო პოსტი ფეისბუქზე ასეთია: "შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის უნდა მონახო!". ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის," - წერს სვანეთინიუსი და თამო არღვლიანის ფოტოს აქვეყნებს.