"ცოლს სულ სცემდა. ბავშვი შეიძლება მოკლა და ჩამოკიდა" - რას აცხადებენ მეზობლები თერჯოლაში მომხდარ საზარელ ფაქტზე?
13:52:57     25-08-2020
თერჯოლაში შემზარავი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"მთავარი არხი" მეზობლებს ესაუბრა. 11 წლის მოზარდის მეზობლები მედიასაშუალებას უყვებიან, რომ შესაძლოა, მამას ბავშვი შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა. ამას არც არასრულწლოვანის ნათესავები გამორიცხავენ.
"მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა. ცოლთან საშინლად აგრესიული იყო“, - ამბობენ მეზობლები.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს. გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.