კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა
11:09:18     25-08-2020
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე -19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65 წლამდე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა.
როგორც თავად კალათბურთელმა განაცხადა, რუსუდანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ინფექციამ კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.