საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა

  17:58:13     24-08-2020

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილი ხნიერი ქალბატონია, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1421 დადასტურებული შემთხვევაა. 1137 ადამიანი კი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.