სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეუფარდა
17:28:19     24-08-2020
სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
22 აგვისტოს დაკავებული ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.