"ერთი და ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის" - 25 და 23 წლის დები იმ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელიც შატილიდან ბრუნდებოდა
13:45:09     24-08-2020
შატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ბოლო მონაცემებით 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპპლა, სამი გადარჩენილი მგზავრი კი სიცოცხლისთვის ამ წუთებშიც იბრძვის.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ერთი ოჯახის წევრებიც არიან. შატილში, საბედისწერო ტურში დები - მედეა და ხატია დევსურაშვილები იმყოფებოდნენ. 25 წლის მედეა სხვებთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა, მასზე უმცროსი, 23 წლის ხატია კი ამ წუთებში სიცოცხლისთვის ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, თუმცა ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ასევე გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც.