"ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდოთ-თქო, წასულა მაინც"... - შატილის ტრაგედიის დროს დაღუპული გოგონას მეგობარი

  12:28:16     24-08-2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი და შატილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდოთქო, წასულა მაინც ეს საყვარელი გოგონა...

გუშინ ფეისბუქზე ხევსურეთში ყოფნისას დაწერა "ჩემი სული, სულ აქ არის, სულ".