
თურქეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
11:12:55     24-08-2020
თურქეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.
გირესუნის პროვინციაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის ინფორმაციით, ამ დრომდე მაშველებმა სტიქიისგან 157 ადამიანი გადაარჩინეს.
წყალდიდობამ პროვინციის 118 სოფელი დააზარალა. ხელისუფლებამ ზარალის აღმოსაფხვრელად 9 მილიონი თურქული ლირა გამოყო.