შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
08:54:47     24-08-2020
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 3 მგზავრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ისინი გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამ ქალს, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადებმა შეიყვანეს, მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულია 17 ადამიანი.