შატილის მცხოვრები მარგარეტ დაიაური: ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, მზესუმზირები წაიღეს... ახლა გავიგე, ის სიცოცხლით სავსე ბავშვები ხევსურეთის გზაზე დაღუპულან

  00:13:22     24-08-2020

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას შატილის მცხოვრები, მარგარეტ დაიაური ასე ეხმაურება:

"დღეს მეგობარმა მომწერა:

ვიღაცა იძახდა, გავხედე და ახალგაზრდა გოგოები შემრჩნენ ხელშიო. შენს მზესუმზირებზე მითხრეს, ვიყიდითო. მეთქი, გაატანე თუ ეს ბედნიერს გახდით, გამიხარდება - მეთქი.

მეგობარმა, მეც ვუთხარი, თუ ძალიან გულით გინდათ წაიღეთ-თქო. ერთი წავიდა მოსაწყვეტად, მეორემ ფული მომიტანა და არ გამოვართვიო. რამდენიმე საათში კიდევ სხვა მოვიდა, ზუსტად იგივე სურვილითო...

ახლა კი ვიგებ რომ, ის ბავშვები, იმ მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ..

საშინელი ტრაგედიაა..

საშინელი..

ვწუხვარ და ვიზიარებ

მათი ოჯახების ტკივილს... " - წერს მარგარეტი.