"საშინელი სურათი დამხვდა... მგზავრებიდან 17 ქალია და 3 მამაკაცი" - შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები
00:04:13     24-08-2020
სამაშველო სამუშაოებში მონაწილე პირი მედიასთან შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს.
"შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა“, - აცხადებს თვითმხილველი.
მისივე თქმით, მერსედესის "სპრინტერის" მიკროავტობუსი სისწრაფით მიდიოდა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დაეჯახა და ისიც გადააგდო ხევში.
"ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა", - აცხადებს თვითმხილველი.