ქობულეთში კორონავირუსი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა - დამსვენებლები კარანტინში გადაიყვანეს

  13:18:55     21-08-2020

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ქობულეთის კლასტერს არ უკავშირდება​, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ბათუმის კოვიდცენტრში სულ 26 პაციენტი მკურნალობს.