შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე შსს-ს მონასტერში გაშვებას სთხოვს

  10:38:18     20-08-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს მონასტერში გაშვებას სთხოვს.

გური ამირხანაშვილს შსს-მ მოთხოვნაზე უარი უთხრა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია და მონასტერში წასვლა ამიტომ სურს.

ამირხანაშვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხებენ და გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.