საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:17:27     20-08-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1370-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1370 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1108 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.