საფრანგეთში, ამიენსის ჰოსპიტალში 6 წლის ქართველი ბავშვი დაიღუპა
13:19:26     19-08-2020
6 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც საფრანგეთში ქალაქ ამიენსის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, დღეს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად ორი წელია საფრანგეთში იმყოფებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
ბიჭი ეტლით მოსარგებლე იყო. მას ხერხემლის დეფორმირება და ღია თიაქარი ჰქონდა.
საავადმყოფოში გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერებას ასახელებენ.