ჩარლი ჩაპლინის ლეგენდარული ფილმი
11:14:52     12-08-2011
დიდი ქალაქის ჩირაღდნები ჩარლი ჩაპლინის 1931 წელს გამოსული მუნჯი ფილმია, მისივე მონაწილეობით. ჩაპლინმა ასევე შექმნა მუსიკა, რომელიც ფილმის გახმოვანების ძირითადი ნაწილია, ვინაიდან მასში დიალოგები არ არის.
ფილმის გადაღების პერიოდში, კინოინდუსტრიის სტანდარტი ხმოვანი კინო იყო. მუნჯი კინოს მსახიობები, ზოგადად, გახმოვანებული ფილმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ჩაპლინმა ამ ფილმის მუნჯად გადაღება მხოლოდ მისი ჰოლივუდზე ზეგავლენითა და ფილმის გადაღებისას სრული დამოუკიდებლობით მოახერხა. ფილმს ფონად მუსიკა გასდევს, მცირეოდენი სხვა გაურკვეველი ხმოვანი ეფექტებით; დიალოგები სატიტულო ჩანართებით იყო წარმოდგენილი.
ჩარლი ჩაპლინი ცნობილი იყო როგორც პერფექციონისტი; ის განთქმული იყო გაცილებით მეტი გამეორებით, ვიდრე ნემისმიერი სხვა რეჟისორი იმ პერიოდში. ერთი პერიოდი ვირჯინია ჩერილი დაითხოვა კიდეც და ჯორჯია ჰეილის გადაღება დაიწყო მთავარ როლში "ოქროს ციებ-ცხელებაში", თუმცა ეს ზედმეტად ძვირი დაჯდა, მისი ბიუჯეტისთვისაც კი, და მას ჩერილის დაბრუნება მოუწია "დიდი ქალაქის ჩირაღდნების" დასასრულებლად. ფილმი 1929 წელს დასრულდა, თუმცა ეკრანებზე მხოლოდ ორი წლით გვიან გამოვიდა. ფილმის გადაღების დასრულებისას, მაყურებლები უკვე ხმოვანი კინოთი იყვენენ გატაცებული და მუნჯი ფილმი არავის გაინტერესებდა. 1931 წელს, ხმოვან ფილმებზე აჟიოტაჟი უკვე ჩამცხრალი იყო და ჩაპლინის ფილმი ამ დროს ერთგვარ ინოვაციად ჩაითვალა. თუმცა, მოდა 1929 წელთან შედარებით, უკვე შეცვლილი იყო და ფილმი მაყურებლისთვის ერთგვარად ანაქრონისტული ჩანდა.