საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  10:52:48     19-08-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1361-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1361 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.