ვინ არის ქალი საქართველოდან, რომელსაც ტრეფიკინგის ბრალდებით ინტერპოლიც ეძებს - "ქალები და ბავშვები თურქეთის რესპუბლიკაში მოტყუებით გადაჰყავდა, პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით"

  18:22:14     18-08-2020

Tbilisi Daily-ის ინფორმაციით, ინტერპოლის ცენტრალური ბიურო საქართველოს მოთხოვნით ლილა უსეინს ეძებს.

უსეინი წლებია ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

ლილა უსეინს ბრალად ედება საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეების უკანონო გადაყვანა, ადამიანებით, მათ შორის არასრულწლოვნებით ვაჭრობა, საზღვრის უკანონო კვეთა და დოკუმენტების გაყალბება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქალს წლების წინ ქალები და ბავშვები თურქეთის რესპუბლიკაში მოტყუებით, ყალბი დოკუმენტებით გადაჰყავდა, შემდგომში კი მათ პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით სოლიდური თანხის სანაცვლოდ სხვებს გადასცემდა.

1963 წლის 11 ნოემბერს დაბადებულ ლილა ბორისის ასულ უსეინს დიდი ალბათობით ვინაობა შეცვლილი აქვს, რადგან წლებია მის კვალს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიაგნეს.

ინტერპოლის ცნობით, ლილა უსეინი საუბრობს რუსულ, ქართულ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე. სიმაღლეში 1,6 სანტიმეტრია.