მინსკში, საპროტესტო აქციების დროს დაკარგულებს ეძებენ
09:56:03     14-08-2020
მინსკში, წინასწარი დაკავების ცენტრთან ათობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხმამაღლა კითხულობენ იმ პირების სახელებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაიკარგნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, აქციის 2 მონაწილე კი -გარდაიცვალა.
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.