ისპანახი ზეთით
11:09:11     12-08-2011
მასალა:
ისპანახი - 1 კილოგრამი
ზეთი - 3-4 სუფრის კოვზი
ხახვი - 3-4 თავი
მწვანილი - 3-3 ძირი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ზეთში, დავუმატოთ გაწურული ისპანახი, დავასხათ კიდევ ზეთი და მოვხრაკოთ. შევანელოთ ქინძით, ოხრახუშით, კამით, პილპილით, მარილით.