სპეცოპერაცია ქუთაისში - სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს

  16:32:08     05-08-2020

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებული მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები შენობიდან გაიტანა.

როგორც დაკავებული აცხადებდა, მას ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა. ადგილზე სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვისაა დაკავებული, გამოძიება ki 260-ე მუხლით დაიწყო.