
ანაკლიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
11:12:57     05-08-2020
ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.