გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

  15:15:07     03-08-2020

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში - ცენტრალურ გზაზე მოძრავმა "ფორდის" ტიპის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.

შემთხვევა სოფელ გორაბერეჟოულში მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა "ფორდის" მძღოლი - შუახნის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ბათუმის მკვიდრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.