
არასრულწლოვანი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს
16:34:37     31-07-2020
ზუგდიდში დააკავეს კაცი არასრულწლოვანი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით.
როგორც იუწყებიან, მამაკაცი დღეს დილით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითავლისწინებს.