წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძეს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა
12:06:31     29-07-2020
წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძეს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა - მომხდართან დაკავშირებით გვიანობამდე მიმდინარეობდა გამოკითხვები პოლიციაში. ცეცხლი ყოფილ სპორტსმენს, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს ავტომანქანით გადაადგილების დროს, დღის ბოლოს გაუხსნეს.
სულაბერიძე არ დაშავებულა. ავტომანქანას რამდენიმე ნატყვიარი ემჩნევა.
გამოკითხვიდან გამოსული დაზარალებულის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ ესროლა. მომხდარის დეტალებზე განცხადების გაკეთება დღეს იგეგმება. ლერი სულაბერიძეს წლებია საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" წილებთან დაკავშირებით დავა აქვს. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ ფაქტს - ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.