
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
11:31:28     29-07-2020
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულებების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.