საზარელი ფაქტი სამეგრელოში - 15 წლის გოგონას გაუპატიურებაში მის მამიდაშვილს ადანაშაულებენ

  10:44:09     29-07-2020

მედიაში სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება - 15 წლის არასრულწლოვანი საკუთარ მამიდაშვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

გოგონას ნათესავების თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანმა მიმხდარის შესახებ დეიდას უამბო.

გავრცელებული ცნობით, საქმეში ჩართულია პოლიცია და არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.