პანკისის ხეობაში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს
10:14:39     29-07-2020
პანკისის ხეობაში ღამით სროლის ხმა ისმოდა. ცეცხლი უცნობმა პირებმა სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლს გაუხსნეს. ამ დროს ოჯახში რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირია, რა დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ქავთარაშვილი მაშინ ფეხში დაიჭრა.
უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას, ჯერჯერობით უცნობია.