დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ
13:43:20     28-07-2020
დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ასაკის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ.
ერთ-ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩასულან. მამის თქმით, მისი შვილი თბილისს არ იცნობს.
მოზარდის მამის ინფორმაციით, დაკარგვის შესახებ პოლიციამაც იცის და ძებნაში არიან ჩართულები.