ბელორუსს თალიბებისათვის იარაღის მიყიდვაში ადანაშაულებენ
10:47:41     11-08-2011
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უარყო ჰაკერების მიერ გავრცლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მინსკი პაკისტანელ თალიბებზე იარაღს ყიდის. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა გარკვეული სერვერები გატეხეს, საიდანაც გაარკვიეს, რომ ბელორუსული კომპანია „ბალტექსპორტი“ პაკისტანში ბაზირებულ ტერორისტულ დაჯგუფებას, Tehrik-e-Taliban Pakistan – ს იარაღს აწვდის. იარაღის გადატანა სირიის ქურთისტანის გზით ხდება. თანხის გადახდას კი ირანული ბანკი Tejarat, ასევე, ლიბანური Fransabank ახორციელებენ. ამ უკანასკნელს შვილობილი კომპანია ბელორუსში აქვს.
ბელორუსის ხელისუფლებამ, გავრცელებულ ინფორმაციას, პროვოკაციული და ფალსიფიცირებული უწოდა და განაცხადა, რომ ბელორუსის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ აქვს.