ვინ არის პოლიციელი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს?
20:12:16     22-07-2020
მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევის შესახებ, რომელიც გორში მოხდა, დეტალები ვრცელდება. შუახნის სამართალდამცველი, ზაზა ალავერდაშვილი 35 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოქმედი პოლიციელი გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.
როგორც ირკვევა, პოლიციელი ძალადობის მსხვერპლს ემუქრებოდა და შვილებით აშანტაჟებდა. ქალმა გენერალურ ინსპექციას მიმართა და შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა
გავრცელებული ცნობით, ზაზა ალავერდაშვილი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მსხვერპლს კი გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.