ზუგდიდში სატვირთო ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ახალგაზრდას დაეჯახა

  13:04:10     22-07-2020

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ის პოლიტრავმითაა საავადმყოფოში შეყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.