გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური კვლავ დააკავეს

  10:21:26     20-07-2020

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა.

ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, გოგოჭური გურიაში, სასტუმრო "პარაგრაფში" მომხდარი ინცინდენტის შემდეგ დააკავეს.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.