ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
09:52:53     20-07-2020
ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.
ოჯახის ახლობლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია,რომ სუფრასთან მყოფ ზვიადაურსა და ერთ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ზურაბ ზვიადაურს ცივი იარაღით მკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს;
დაპირისპირების მოტივი, სავარაუდოდ, მხარეებს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე იცის.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.