"გავიგონე ხმა, მიშველეთო რომ იძახდა, ალბათ მაშინ დანას ურტყამდა... რეაგირება მეზობლებსაც დაგვაგვიანდა და პატრულსაც" - ვინ არის 30 წლის ქალი, რომელიც ქუთაისში, საკუთარ ბინაში დანით მოკლეს?

  12:50:13     19-07-2020

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია.

ინფორმაციას გამოცემა "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის მომენტისთვის სახლში არც შვილი და არც მეგობარი იმყოფებოდა.

"შვილი გამოაცილა სადარბაზომდე და მხარზე ხელი დაადო და უთხრა აბა ჭკვიანადო, ეს იყო მისი უკნასკნელი სიტყვები, რომელიც შვილს უთხრა“, - იხსენებენ მეზობლები გამოცემასთან საუბრისას.

მეზობლების თქმით, ქალის ყვირილის ხმა ღია ფანჯრიდან დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის შემოესმათ. "გავიგონე ხმა, მიშველეთო რომ იძახდა, ალაბთ მაშინ დანას ურტყამდა. მეზობლები აცვივდნენ, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდათ და ქალის ხმა არ ისმოდა. უკან გამობრუნდნენ იფიქრეს, რომ არაფერი არ იყო, მაგრამ კარგა ხანს რომ არ გამოჩნდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯერ სამაშველოს გამოვუძახეთ რომ კარი გაეღო და მერე პილიციას. საბოლოო ჯამში, ყვირილიდან ორ საათში შევძელით ასვლა, მაგრამ ქალი სისხლში ცურავდა“, - ამბობს ერთ ერთი მეზობელი.

ისინი ამბობენ, რომ რეაგირება მათაც დააგვიანეს და პატრულსაც დააგვიანდა მოსვლა. თუმცა, თვლიან რომ ქალს იმდენი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაინც ვერ გადარჩებოდა.

ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის ყველა მეზობელი დაკითხულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვეს