"ქუთაისში, ჩემს კორპუსში ახალგაზრდა გოგო მოკლეს ცივი იარაღით... კონფლიქტის დროს, ღია ფანჯარაში თურმე ხალხს ხმა ესმოდა, მაგრამ არავინ ასულა მისაშველებლად და არც არსად დაურეკავთ"

  08:26:57     19-07-2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქუთაისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ წერს:

"ჩემს კორპუსში ახალგაზრდა გოგო მოკლეს, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ცივი იარაღით. 

კონფლიქტის დროს, ღია ფანჯარაში ხალხს ხმა ესმოდა, მაგრამ არავინ ასულა მისაშველებლად, უფრო მეტიც, ბინიდან გამოვარდნილმა ადამიანმა სასწრაფოში დარეკვა ურჩია ქვემოთ მსხდომებს და გაიქცა, თუმცა დიდხანს არავინ დარეკა არსად! სამაგიეროდ, აქტიურად  ირჩეოდა ამ გოგონას ბიოგრაფია, წარსული და ცხოვრების წესი!

აი ესაა ჩვენი ქვეყანა !" - წერს მომმხმარებელი.

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალი მოკლული გუშინ იპოვეს. მეზობლების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს.

გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.