გორში, მცირეწლოვანი ბავშვის ლოგინში გველი იპოვნეს

  18:06:25     17-07-2020

პანიკა გორში - ე.წ. ნარკოლოგიურის შენობის მეოთხე სართულზე ცოტა ხნის წინ გველი ნახეს. ოჯახმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა ქვეწარმავალი საწოლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იწვა.

საცხოვრებელში სამაშველო ჯგუფიც გამოიძახეს თუმცა, ადგილზე მისულმა მაშველებმა ქვეწარმავალი ვეღარ იპოვეს და ოჯახს კარის ღია დატოვება ურჩიეს.

ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ქვეწარმავლების და მღრღნელების მომრავლებას კორპუსში არსებულ ანტისანიტარიას უკავშირებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.