
ნიკა მელია: გპირდებით, რომ პირველ ტურში, გლდანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს
09:28:40     17-07-2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გლდანის მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამის შესახებ ნიკა მელია ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა.
"აბსოლუტურად თავდაჯერებული ვარ გამარჯვების თვალსაზრისით. პირველივე ტურში გავიმარჯვებ გლდანში. გპირდებით, რომ პირველ ტურში, გლდანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. როდესაც მხარს გიჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა ყველა პარტიის მიმართ ხარ ანგარიშვალდებული. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ოლიგარქი ამ ქვეყანას არ უნდა იყოს მომჯდარი და ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს, მომავალი არ უნდა წაართვას", - განაცხადა ნიკა მელიამ.