მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები, მათ შორის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დააკავეს - საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებს
10:58:27     16-07-2020
მოსკოვში, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 147 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები “რია ნოვოსტიდან” და TJournal-დან.
საპროტესტო აქცია პუშკინის მოედანზე დაიწყო, სადაც მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებსაც აგროვებდნენ. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც პოლიციამ მათი დევნა და დაკავება დაიწყო.
შეგახსენებთ, რუსეთში პირველ ივლისს გამართულ რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,9%-მა დაუჭირა მხარი, 21.2% კი - წინააღმდეგი წავიდა. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.