რუსეთში ბოლო დღე-ღამეში განმავლობაში კორონავირუსის 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  11:46:42     14-07-2020

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 175 ადამიანი გარდაიცვალა.

აღნიშნული მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 14 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 739 947 შემთხვევაა რეგისტრირებული.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 11 614-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 512 825 ინფიცირებული.