ბრაზილიის პრეზიდენტი: კარანტინში ყოფნას ვეღარ ვუძლებ... საშინელებაა!

  10:53:48     14-07-2020

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტის ხელახლა ჩატარებას აპირებს, რადგან კარანტინში ყოფნა ძალიან მობეზრდა.

"ტესტს სამშაბათს ჩავიტარებ. მის პასუხს მოუთმენლად დაველოდები, სახლში ყოფნას ვეღარ ვუძლებ, საშინელებაა,“- განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ CNN-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 1 884 967 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 72 833 ადამიანი.