ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

  10:41:36     14-07-2020

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავთა ჯგუფიც. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება.

სამძებრო ღონისძიებები ზუგდუდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.