
ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
11:09:05     07-07-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. მათივე ცნობით, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ აღმოაჩინეს.