ფოთში 45 წლამდე მამაკაცი ცემით მოკლეს
10:58:27     03-07-2020
ფოთში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. მამაკაცი ქალაქის გარეუბანში სასტიკად ნაცემი დატოვეს.
მედიკოსების თქმით, ის ფოთის ჰოსპიტალში მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.