ანკარაში, დროებით, ხალხმრავალი თავყრილობები კვლავ აიკრძალა

  15:14:39     02-07-2020

მომდევნო 15 დღის განმავლობაში ანკარაში ხალხმრავალი თავყრილობები იკრძალება. მიზეზი კი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა. 

"ანკარაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, მომავალი 15 დღის განმავლობაში იკრძალება ნებისმიერი სახის შეხვედრა, ხალხმრავალი თავყრილობები და მსგავსი აქტივობები", აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.